სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები
სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი გამოირჩევა არა მხოლოდ ბუნებრივი, არამედ ეკონომიკური და კულტურული მრავალფეროვნებითაც. ბიოსფერული რეზერვატში მდებარე სოფლებში 15,000-ზე მეტი მაცხოვრებელია. მოსახლეობა ეთნიკურად ჭრელია; აქ ერთად ცხოვრობენ ქართველები, ქისტები და ოსები, რაც რეგიონის უნიკალურ კულტურულ მოზაიკას ქმნის. გარდა ამისა ადგილობრივი მოსახლეობა ქართული ენის სხვადასხვა დიალექტზე მეტყველებს: თუშურად, ფშაურად, ხევსურულად, კახურად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, გადაშენების პირას მყოფი უნიკალური ბაცბური (წოვა-თუშური) ენა, რომელზეც თუშების ერთი ნაწილს დღემდე აქვთ შემონახული.
ეკონომიკა და საარსებო წყაროები
სოფლის მეურნეობა საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული ტრადიციებით დღემდე ადგილობრივი ეკონომიკის ქვაკუთხედია. მეცხვარეობის გაძღოლის მომთაბარე წესი, მესაქონლეობა და მიწათმოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადგილობრივ ცხოვრების წესთან და მოსახლეობის ძირითად საარსებო წყაროს წარმოადგენს.
ბოლო წლებში რეგიონში აქტიურად ვითარდება ტურისტული მიმართულებითაც. შთამბეჭდავი მთის ლანდშაფტები, მდიდარი ბიომრავალფეროვნება, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა და ავთენტური გარემო სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის მზარდ წყაროდ იქცა.